კალაძე ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებას ცდილობს

თბილისი (BPI) – კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფს დედაქალაქის მერი შეხვდა.

კახა კალაძემ წლობით შეჩერებული მშენებლობების დასრულები პრიორიტეტულობაზე ისაუბრა.  „ცენტრ პოინტის“ პრობლემა დიდი თავის ტკივილია ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი იერსახისთვის, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის პრობლემა, რომლის უკან დგახართ თქვენ, დაზარალებულები. თბილისის მერიისა და „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ინტერესი არის საერთო. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან და რჩეულიშვილების ოჯახთან. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, იქნება შეთანხმებული თქვენთან,” – განაცხადა კალაძემ.

მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები თვენახევარია მიმდინარეობს და წლის ბოლოს უკვე მზად იქნება პრობლემის გადაჭრის გეგმა.

„პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. დღეს ამ ფორმატში დაზარალებულებს მერი შეხვდა. შევაჯამეთ ის სამუშაოები, რომელიც ამ საინიციატივო ჯგუფმა გაწია. გვაქვს კონკრეტული გეგმები და მიზნები, რასაც ჯგუფს ვუთანხმებთ. კონკრეტუალდ დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით იმ სტრატეგიაზე, რომლითაც კომპანიების მოზიდვა უნდა განხორციელდეს. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე, გარკვეული ვალდებულებების დონეზე გვექნება ძალიან გამოკვეთილი სურათი, თუ როგორ მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩართულია საინიციატივო ჯგუფი და დაზარალებულები. ყოველი ნაბიჯი იქნება მათთან შეთანხმებული“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …