კავკასუს ონლაინს ავტორიზაციის შეჩერება ელის – დავრჩებით თუ არა კომპანიის ინტერნეტის გარეშე

თბილისი (BPI) – რამდენიმე კვირაში გაირკვევა დარჩება თუ არა საქართველო და რეგიონის სხვა ქვეყნები  კავკასუს ონლაინის მიერ მიწოდებული ინტერნეტის გარეშე.

დაკისრებული სანქციების მიუხედავად, კომპანია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას არ ჩქარობს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბოლო სამ თვეში კავკასუს ონლაინი უკვე მეორედ დააჯარიმა, ამჯერად სანქცია 90 ათასი ლარითაა განსაზღვრული. ვალდებულებების შეუსრულებლების შემთხვევაში, დღის წესრიგში  უკვე ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგება. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცახდებენ, ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …