კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა

კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში ვიქტორ ლომაძემ და ხატია ცინცქილაძემ პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შეასრულეს.
სტერეოტაქსიული ბიოფსია წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას თავის ტვინის ღრმად მდებარე გლიური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში, რათა ზუსტად განისაზღვროს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
მეთოდი გულისხმობს თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებზე ჩარევას მინიმალური განაკვეთიდან, სამიზნის სივრცითი კოორდინატების გამოთვლის საფუძველზე. ოპერაციისთვის გამოიყენება სტერეოტაქსიული აპარატი, რომელიც ჩარჩოს საშუალებით მაგრდება პაციენტის თავზე. სივრცითი კოორდინატების გამოთვლა და სამიზნის იდენტიფიცირება ხდება CT/MRI-ის დამუშავებით სპეციალურ პროგრამულ მოდულში.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში კავკასიის მედიცინის ცენტრში სტერეოტაქსიული მეთოდის გამოყენება პარკინსონის დაავადების, მოძრაობათა დარღვევების და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიების მკურნალობისთვის იგეგმება.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …