კავკაზუს ონლაინს ავტორიზაციის შეჩერება ემუქრება

თბილისი (BPI) – დარჩება თუ არა საქართველო და რეგიონის სხვა ქვეყნები „კავკაზუს ონლაინის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტის გარეშე რამდენიმე კვირაში გაირკვევა. დაკისრებული სანქციების მიუხედავად, კომპანია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას არ ჩქარობს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის წევრის ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, კომისიამ „კავკაზუს ონლაინი“ უკვე მეორედ დააჯარიმა, ამჯერად სანქცია 90 ათასი ლარითაა განსაზღვრული. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კანონი უფრო დიდი რაოდენობით სანქციებსაც ითვალისწინებს. ამასთან, კომისიამ შესაძლოა, „კავკაზუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

„ვალდებულებების შეუსრულებლების შემთხვევაში, უკვე ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგება დღის წესრიგში. კომისიის გადაწყვეტილება თავად კომპანიის ქმედებაზეა დამოკიდებული. აპოკალიფსური შედეგების პროგნოზირებისგან თავს შევიკავებ,“ – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა. ამასთან, მისივე განმარტებით, ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულშია.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …