კადრების დეფიციტი გვაქვს – „ტკბილი ქვეყანა“

„ტკბილი ქვეყანა” კადრებს ეძებს. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი კახა ყრუაშვილი Business Insder Georgia-თან ამბობს, წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კადრების დეფიციტია, რის გამოც იძულებული არიან უცხოელი მოქალაქეები დაასაქმონ.

„საქართველოს შრომის ბაზარზე დღეს ძალიან ცოტა მუშა ხელია. დეფიციტს განვიცდით და ამ კუთხით ძალიან გვიჭირს.

მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენი თანამშრომლები, რომ გვერდით დაგვიდგნენ და მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. კადრები რეალურად არ გვყოფნის, რის პრობლემაც განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულის პერიოდში გამოიკვეთა, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა.

ქართულ ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ ხალხი არ გვყავს. დავასაქმებთ ნებისმიერ ადამიანს, ეროვნების მიუხედავად, ვისაც მუშაობის სურვილი აქვს და წარმოებისთვის მისაღებია”, – აცხადებს კახა ყრუაშვილი.

ამ ეტაპზე ქარხანაში 550 ადამიანი მუშაობს. კომპანიის დღიური წარმოება 35 ტონას შეადგენს.

ცნობისთვის, შპს ,,ტკბილი ქვეყანა” დაფუძნდა და დარეგისტრირდა 2005 წლის 15 დეკემბერს. კომპანიის ძირითად საქმიანობას საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა წარმოადგენს. საწარმო მომხმარებელს 150 დასახელების ტკბილეულს სთავაზობს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …