იუსტიციის სახლის სერვისებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების 6 ახალი მომსახურება დაემატა

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის სახლის სერვისებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების 6 ახალი მომსახურება დაემატა.
ახლადდანერგილი სერვისების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ოთარ ჩახუნაშვილი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე, დავით ნარმანია თბილისისი იუსტიციის სახლში პირადად გაეცნენ.
➡️მოქალაქეებს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების გარდა, ასევე შეუძლიათ:
🔸გააფორმონ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება, შესაბამის მიმწოდებელ კომპანიებთან;
🔸მოითხოვონ საკუთარ ობიექტზე მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა.
დაწერონ განცხადება მრიცხველის ადგილზე შემოწმების;
🔸დაარეგისტრირონ მოთხოვნა დაბალი ან მაღალი ძაბვის/წნევის პრობლემის შესახებ;
🔸დაარეგისტრირონ მოთხოვნა მომარაგების ხშირი წყვეტის შესახებ;
დაარეგისტრირონ მოთხოვნა სასმელი წყლის ხარისხის პრობლემის შესახებ
პროექტი, რომლის მიზანიც მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზებაა, 26 კომუნალური მომსახურების კომპანიაა ჩართული და საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …