იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ

თბილისი (BPI) – „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 10-11 სექტემბერს უფასო კონსულტაციები გაიმართება.
პაციენტებს ქართველ ექიმებთან ერთად უფასოდ მიიღებენ ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკის (Azienda Ospedaliera Universitaria Integrata Verona) ექიმები – ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სიმონე ჩეზარო MD, PhD და ამავე კლინიკის მოზრდილთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, კრისტინა ტეკიო MD, PhD.
უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ შემდეგი ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს:
• ანემიები
• თრომბოციტოპენიური პურპურა
• კოაგულოპათიები
• თალასემიები
• მედიკამენტოზური პანციტოპენია
• მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები
• ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები
• ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია
უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ ნიუ ჰოსპიტალსის ქოლ-ცენტრს, ნომერი 2 190 190.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით. ცენტრს, საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი – თამარ კვაჭაძე უხელმძღვანელებს.
ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …