იტალიელებს ქართული ლოკოკინას დაგემოვნება შეუძლიათ

თბილისი (BPI) – ქართული ლოკოკინა ექსპორტზე იტალიაში გადის. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა “ნადი გრუპი” წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს.

კომპანია პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვასაც გეგმავს.

კომპანია ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში არის გახსნილი და 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

ლოკოკინების ფერმა ფერმა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი, პროექტში 1,41 მლნ ლარია ინვესტირებული, აქედან 1,26 მლნ ლარი კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …