იტალიაში 3.5 მლნ-იანი კუნძული 1 მლნ ევროდ იყიდება

თბილისი (BPI) – იტალიის ერთ-ერთი არისტოკრატული ოჯახი კუნძულს ყიდის, რომელიც სიცილიის კუნძულის სიახლოვეს მდებარეობს.

კუნძულის შეძენა მსურველს 1 მლნ ევროდ შეუძლია. კუნძული დაცული საზღვაო პარკის ნაწილია და დაივინგისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. კუნძულზე შემონახულია ასევე ძველი კოშკი.

კუნძულის გასაყიდი ღირებულება 3.5 მლნ ევროა, თუმცა ინვესტორების მხრიდან დაბალი ინტერესის გამო, მფლობელი თანახმაა კუნძული 1 მლნ ევროს გაასხვისოს.

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …