ისტორიული მცხეთის გენგეგმას “აქოლისი” შეიმუშავებს

თბილისი (BPI) – თბილისი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დაასრულა.

კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა ამხანაგობა ,,აქოლისი”, რომელშიც დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 8 საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული. 

UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. უსისტემო და ქაოტური ქალაქგანვითარების თავიდან აცილების მიზნით, UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავებული იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის სიცოცხლისუნარიანობის განვითარებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …