ისრაელში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა

თბილისი (BPI) – ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა lametayel.co.il ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

2018 წელს, ბათუმის შესახებ ინფორმაციებს ვებ-გვერდის მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი წვმდომა და ძებნა ჰქონდა. სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს ელჩს ისრაელში  თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გადასცეს.

პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ 500, 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინ გვერდს ფლობს, რომლებიც ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებზეა ფოკუსირებული. Lametayel ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე  ხშირად ძებნადი ვებ-გვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.  

„ისრაელი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის, საიდანაც მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია. 2018 წელს, 4 ავიაკოპანია ასრულებდა ფრენებს თელავივიდან ბათუმის მიმართულებით  და 55,3%-ით მეტი მოგზაური სტუმრობდა რეგიონს ისრაელიდან.  ის რომ წამყვანი სამოგზაურო ვებ-გვერდი ბათუმს 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ასახელებს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ აჭარის მიმართ ინტერესი ისრაელში დიდია, რაც თავის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …