ისრაელის კომპანიები აჭარაში ინვესტირებით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – ისრაელის კომპანიები აჭარაში ინვესტირებით ინტერესდებიან. ამ დროისთვის ქვეყანაში ისრაელიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 124 მლნ დოლარია.

ქართულ-ებრაული პარტნიორობის გაფართოებაზე აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერთან სტუმ,რად მყოფმა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინმა, იაკობ გაგულაშვილმა განიხილა.

“განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ტურიზმისა და კულტურის სფეროს მიმართულებით. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს. ისრაელი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სხვა მიმართულებებით”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

2018 წლის მონაცემებით, ისრაელიდან აჭარაში შემოვიდა 74 000 ვიზიტორი, რაც 55,3%-იანი ზრდაა ერთი წლის განმავლობაში. ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად ხორციელდება პირდაპირი ფრენები.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …