ისარგებლე ჯანმრთელობის დაზღვევით შენს უბანში – ჯიპიაის დაფინანსებით მომსახურების მიღება “ჯერარსსა” და “ენმედიცშია” შესაძლებელი

თბილისი (BPI) – ჯიპიაი ჰოლდინგის დაზღვეულები, სრულ სამედიცინო მომსახურებას დაფინანსებით კიდევ ორ კლინიკაში მიიღებენ – “ჯერარსში” ( მუხიანის ქ 2)  და “ენმედიცში” (წინანდლის ქ 9. ისანი) ამ ცვლილების შედეგად  დაზღვეულებს, რომლებიც ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში ან მათთან ახლოს  ცხოვრობენ  სამედიცინო სერვისების მისაღებად შორს წასვლა აღარ სჭირდებათ. მათ საშუალება ექნებათ ჯიპიაის პირადი ექიმი  სახლთან ახლოს, კლინიკა “ჯერარსში” ან “ენმედიცში” აირჩონ და შესაბამისად სრული სამედიცინო მომსახურება  თანადაფინანსებით მიიღონ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი კლინიკების დამატებით ინდივიდუალური დაზღვევით სარგებლობა ბევრად გამარტივდა. ჯიპიაის პირადი ექიმი ახლა უკვე თბილისის ყველა დიდი უბნის, წამყვან კლინიკაში შეგიძლია აირჩიო. ამავე კლინიკაში შეძლებ მიიღო სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია დაფინანსებით, გაიკეთო გამოკლვლევები და ლაბორატორიული ანალიზები.

ბესიკ ფესტვენიძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი : ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზღვეულებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და არჩევანის საშუალება მივცეთ. პროვაიდერების ქსელის გაფართოებით, ჩვენი დაზღვეულები პირადი ექიმის არჩევას და სამედიცინო მომსახურების მიღებას  თბილისის ყველა დიდ უბანში ჯიპიაის  დაფინანსებით შეძლებენ. აქამდე ისანისამგორისა და გლდანინაძალადევის რაიონებში  მცხოვრებ ადამიანებს, ექიმთან მისასვლელად და დაზღვევის გამოსაყენებლად საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ წასვლა. ახლა ეს საჭირო აღარ არის, მათ შეუძლიათ პირადი ექიმი სახლთან ახლოს, კლინიკაჯერარსშიანენმედიცშიაირჩიონ და ყველა სამედიცინო სერვისი ამ კლინიკებში მიიღონ. ვფიქრობ ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უსაფრთხოების მიზნით მაქსიმალურად ვცდილობთ ხშირად არ გამოვიყენოთ ტრანსპორტი, მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს და არ წავიდეთ შორს. “

ჯიპიაი ჰოლდინგის ინდივიდუალური ჯანმრთელობის პაკეტით დაზღვეულებს აქამდე პირადი ექიმის არჩევა და მომსახურების დაფინანსებით მიღება სამ ძირითად კლინიკაში : კურაციოში, ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალსა და თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეეძლოთ. ახლა ამ ჩამონათვალს კლინიკა “ჯერარსი” და “ენმედიცი” დაემატა. შესაბამისად ამ კლინიკებში პირადი ექიმის და პედიატრის კონსულტაცია 100%-ანი დაფინანსებით, ნებისმიერ ვიწრო სპეციალისტთან კონსულტაცია, გამოკვლევები და ლაბორატორიული მომსახურება კი შეუძლიათ თანადაფინანსებით მიიღონ.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …