ირანის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 60%-ით გაიზარდა

ირანის შემოსავალი მიღებული ენერგომატარებლების ექსპორტიდან ირანული წლის პირველ ორ თვეში (21 მარტიდან 21 მაისამდე) გაიზარდა 60%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, განუცხადა ირანის ნავთობის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო SHANA-ს.

ჩინოვნიკმა არ დაასახელა შემოსავლების მკვეთრი ზრდის მიზეზები, მაგრამ ნავთობის ფასი გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა უკრაინის კრიზისისა და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის  გლობალური აღდგენის გამო.

ირანის მთავრობა აცხადებს, რომ ის აგრძელებს ნავთობის ექსპორტს აშშ-ის სანქციების მიუხედავად, რომლებიც 2018 წელს ხელახლა დაწესდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავიდა შეთანხმებიდან ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …