ირაკლი ლექვინაძე UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ტერესა მორეირას შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ტერესა მორეირას შეხვდა.

ირაკლი ლექვინაძემ და ტერესა მორეირამ უწყებების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. ასევე, კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და მიღებული შედეგები განიხილეს. გარდა ამისა, მხარეებმა მომხმარებლის უფლებების მიმართულებით დაგეგმილ სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და UNCTAD-ს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმა დაისახა. ტერესა მორეირამ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დასახმარებლად მზაობა გამოთქვა.

16 ნოემბერს, ტერესა მორეირა კონფერენციაზე „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მოხსენებით: „კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების გავლენა კეთილდღეობასა და განვითარებაზე“ წარსდგება.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air 2026 წლის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად დასახელდა

Wizz Air, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, კვლავ მოხვდა მსოფლიოს 50 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიის სიაში …