ირაკლი ლექვინაძე ფარმაციის სფეროს რეგულირებაზე შეხვედრას გამართავს

თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე  ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას მართავს, სადაც მოწვეულნი არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის  წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია – ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სააგენტოში მიმდინარე მონიტორინგის ჭრილში, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა. ასევე, ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება და  კონკურენციის დაცვის ხელშემწყობი მექანიზმების, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა-გაზიარება.

კონკურენციის გაძლიერებისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სემინარზე ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებული მეთოდია.  პროექტს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ევროპელი ექსპერტები წარადგენენ და იმ სარგებლიანობაზე ისაუბრებენ, რაც აღნიშნული პლატფორმის განხორციელების შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ: სად და რომელი მედიკამენტი შეიძლება შეიძინოს მომხმარებელმა გაცილებით დაბალ ფასად; როგორ მიიღოს ინფორმაცია მცირე აფთიაქებისა და გამოწერილი წამლის ჩამნაცვლებლის შესახებ; კომპანიების ჩართულობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მექანიზმები და  უპირატესობები.

შეხვედრა 10 დეკემბერს 09:30 საათზე ჰოლიდეი ინნ თბილისში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …