ირაკლი ლექვინაძე მოლდოვეთის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ მოლდოვეთის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარესთან ალექსეი გერთეშუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში,  მხარეებმა ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ამას გარდა, ირაკლი ლექვინაძემ და ალექსეი გერთეშუმ, 16-17 ნოემბერს,  თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების“  მიმდინარეობა  განიხილეს.

კონფერენციას,  რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება,   200-მდე მონაწილე და 20 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. მათ შორის, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ბიზნეს, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წევრები.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …