ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და  ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასმა  ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დასასრულს შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს, პროექტის ფარგლებში, განხორციელებული აქტივობების და მხარდაჭერილი ინიციატივების შედეგები. მათ შორის, კონკურენციის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მომზადდა. ასევე, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის აღსრულების მექანიზმები. დღეს, საქართველოში,  კონკურენციის სფეროში  არსებული გამოწვევები და სააგენტოს სრულფასოვანი,  სამომავლო განვითარებისათვის აუცილებელი პერსპექტივები.

„ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ერთობ მნიშვნელოვანია ისეთი უწყებისათვის, როგორიცაა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. მადლობა  პროექტის გუნდის ხელმძღვანელს აურელიო ლა ტორეს,  ყველა მონაწილეს და ექსპერტს. ის განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც უკავშირდებოდა – კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფას,  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ კანონპროექტები, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული და ასევე სხვა ამოცანები, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მიერ დროულ და ჯეროვან აღსრულებას უკავშირდება,  სრულფასოვნად განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას და  უცხოელ კოლეგას  მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …