ირაკლი ლექვინაძე: თიბისი ბანკის გამართულად მუშაობა და განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის

თბილისი (BPI) – ირაკლი ლექვინაძე თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველა მხარეს განცხადებების სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ცხადია, რომ  მიმდინარე პროცესს ყველა იმ ბიზნეს საქმიანობაზე ექნება ასახვა, სადაც აღნიშნული ბიზნესმენები არიან წარმოდგენილები. აქციების მყისიერი გაუფასურებაც ამას ადასტურებს, ამიტომ სასამართლოს დასრულებამდე  სწორია მათი მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოში პოზიციების დატოვება. ყველა მხარე ძალიან ფრთხილი უნდა იყოს განცხადებებში რადგან პროცესში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია თიბისი ბანკი, სისტემური ბანკი რომლის გამართულად მუშაობა და სტაბილურად განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის“-განაცხადა  ბიზნესომბუდსმენმა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …