ირაკლი ლექვინაძემ CSR დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის CSR ფორუმი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა, რომლის მიზანია – სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე, დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმის ჩამოყალიბება. საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება და მისი ხელშემწყობი გარემოს ფორმირება.

ფორუმის დაარსებას ხელი მოაწერა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ. ასევე, კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციებისა და აკადემიური დაწესებულების წევრებმა.

შემთხვევითი სიახლე

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 5 ივნისს, სერბეთის რესბუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორისსაჰაერო მიმოსვლის შესახებ …