ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრისა და ორგანიზაციის თავმჯდომარის მნიშვნელოვან როლს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

 

შემთხვევითი სიახლე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ …