ირაკლი გურჩიანი: ელექტრომობილებს საქართველოში უახლოესი 25 წელი მომავალი არ აქვს

თბილისი (BPI) – „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი გურჩიანი საქართველოში ელექტრომობილების პერსპექტივასთან დაკავშირებით პექსიმისტურად არის განწყობილი.

“ჩემი აზრით, ელექტრომობილებს საქართველოში უახლოესი 25 წელი მომავალი არ აქვს. მაგალითად, გერმანია რომელიც ძლიერი ქვეყანაა მთლიანად ელექტრომობილებზე ისიც კი ვერ გადავიდა, სრულად რომ გადავიდეს ელექტრომობილებზე გერმანიას 40 ატომური ელექტროსადგურის აშენება დასჭირდება, რადგან ამისთვის დიდი რაოდენობის დენია საჭირო. ჩვენთან ამ ეტაპზე დენის პრობლემა არ არის, მაგრამ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ევროპაში ავტომობილი, რომელიც 120-150 კმ-ს გაივლის ერთ დატენვაზე, საქართველოში მხოლოდ 70-80 კმ-ის დაფარვას შეძლებს. თანაც საქართველოში სწრაფი დატენვის 5 პუნქტია და რა თქმა უნდა, დისკომფორტია, თბილისიდან ბათუმში რომ წახვიდე 2-ჯერ მაინც უნდა გააჩერო მანქანა…” – ამბობს გურჩიანი.

მისივე თქმით, ბევრად უფრო კარგად ჟღერს ჰიბრიდების საკითხი. “ბოლო პერიოდში ნამდვილად იზრდება მოთხოვნა ჰიბრიდებზე, მცირედ, მაგრამ მაინც, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვაობა ბენზინს, დიზელსა და ჰიბრიდს შორის დიდია. ორი ერთნაირი მანქანა რომ ავიღოთ ჰიბრიდი და დიზელზე ან ბენზინის ძრავზე, მათ შორის სხვაობა 8-12 000 დოლარია, ანუ ჰიბრიდი გაცილებით ძვირია და ჰიბრიდული ძრავი რეალურად მომხმარებელს არ აძლევს იმდენ ეკონომიას, რომ 8000 დოლარზე დახუჭოს თვალი. აქედან გამომდინარე, ხალხი მაინც უფრო მცირელიტრაჟიან ბენზინის ან დიზელის ავტომობილს ეტანება, დიზელზე მომუშავე პატარა ძრავის თანამედროვე ავტომობილები წვავს 5-6 ლიტრს, ასევე წვავს ჰიბრიდიც”, – განმარტავს გურჩიანი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …