ირაკლი გილაური: “ჩვენ უფრო მეტი ასეთი ინიციატივა გვინდა”

თბილისი (BPI) –„ჩვენ უფრო მეტი ასეთი ინიციატივა გვინდა. ვისარგებლებთ იმ შესაძლებლობებით, რასაც ბიზნესს აღნიშნული პროექტი აძლევს. ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასტუმროების, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით,“ – განაცხადა  „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიულ პრივატიზება დაიწყო,  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, პროექტის ფარგლებში. ამიერიდან  საპრივატიზებო პაკეტში 100 -ზე ნაკლები ობიექტი არ იქნება.

პრეზენტაციაზე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა  აღნიშნეს პროექტის უპრეცედენტობაზე, მასშტაბით,  სიმარტივით და სრულყოფილებით. ყველა პროექტს ახლავს განაშენიანების, ასევე ბიზნესგეგმა დარგობრივ ჭრილში,  2 500 სამუშაო ადგილის გაჩენის პერსპექტივით.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …