იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები შემსუბუქდება

თბილისი (BPI) – საბანკო რეგულაციების დაწესებიდან მეექვსე თვეს სებ-ი იძულებული გახდა იპოთეკური სესხებზე წნეხი მოუშვას.

საქართველოს საბანკო ასოციაციის გავრცელებულ განაცხადებაში ნათქვამია, რომ ასოციაციის, მისი წევრი საბანკო დაწესებულებების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისათვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ.

კერძოდ, ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ.

აღნიშნული პროდუქტების დანერგვა ხელს შეუწყობს იპოთეკური პროდუქტების დივერსიფიკაციას, მათ შორის იპოთეკური სესხების გაცემას მშენებარე პროექტებისთვის.

“პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში მიღებული რეგულაციის ამოქმედებიდან პირველი თვეების განმავლობაში საბანკო სისტემა ფოკუსირებული იყო რეგულაციების სისტემურად სწორ ასახვაზე, მომხმარებლებამდე ზიანის გარეშე მიტანასა და ბაზრის ქცევის დაკვირვებაზე. ამ პროცესის გავლის შემდეგ საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება და ასევე, განახლებული ჯანსაღი იპოთეკური პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებლებს”, – ნათქვამია განცვხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …