იოჰანეს ჰანი – საქართველო მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ სამეზობლოში

თბილისი (BPI) – ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალის გამოყენებით რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან და ბევრი იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც არ ყოფილა ამოქმედებული“,  – განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

იოჰანეს ჰანის თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მტკიცე პარტნიორად და მხარდამჭერად.

„განვითარების კუთხით, ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით აღმოსავლეთ სამეზობლოში და გვინდა, რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნება. მომავალშიც, მიზანმიმართულ ხაზს ვინარჩუნებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებს ფარგლებში,“- აღნიშნა ევროკომისარმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ამერიკული სტარტაპი 2032 წლისთვის მთვარეზე პირველი მუდმივი სასტუმროს გახსნას გეგმავს

კალიფორნიულმა სტარტაპმა Galactic Resource Utilisation Space (GRU) ამბიციური პროექტის შესახებ განაცხადა: კომპანია 2032 წლისთვის მთვარეზე …