ინფლაციის შემცირების მოლოდინი გვაქვს – არჩილ გაჩეჩილაძე

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძეს წლის ბოლომდე ინფლაციის შემცირების მოლოდინი აქვს, ამის შესახებ მან საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum-ზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბოლო ორი თვეა ინფლაციის შემცირების ტენდენციას ვხედავთ, იმედი მაქვს ეს ტენდენცია შენარჩუნდება. რამდენიმე ასპექტი, რომელიც ინფლაციაზე მოქმედებს კარგი მიმართულებით მოძრაობს – სესხების მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლა ნამდვილად არ არის, რადგან სესხებზე დიდი მოთხოვნა არაა; რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვას, ეს თუ დაბალანსდება წესით ინფლაცია არ უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელმა კომერციული ბანკის მთავარ გამოწვევებად სტაბილურობა და ინფლაციური პროცესები დაასახელა და აღნიშნა, რომ ბანკი ამ საკითხებს კარგად უმკლავდება.

„ძირითადი გამოწვევა სტაბილურობა – თუ რა მოხდება მომავალში, ასევე ინფლაციური ფონიც არ არის მარტივი ჩვენთვის, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ კარგად ვუძღვებით ამ თემებს. დიგიტალიზაციის კუთხითაც ეს საკითხები კარგად გადავლახეთ. Global Finance-მა გუშინ მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ საცალო ბანკად გამოგვაცხადა“, – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს ბანკის დირექტორმა.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …