ინფლაცია ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ოქროს შუალედი დავიჭიროთ და ეს პერიოდი სწორად გავიაროთ – არჩილ მესტვირიშვილი

„ჩვენ მოველით, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება, თუმცა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც განაცხადა, გაურკვევლობა ბევრია, შეიძლება შემცირების ტემპი არ იყოს ისეთი სწრაფი, როგორსაც ადრე მოველოდით”, – აცხადებს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით, ინფლაცია ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის.

“ჩვენ ამას ვაკვირდებით. ეს არის ასევე ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული თუ ეს ინფლაცია გადადის მოლოდინებში. თუ ეს ინფლაცია გადადის მოლოდინში, ჩვენ ამაზე დამატებითი რეაგირება გვექნება და გვაქვს საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი ინფლაციაზე რეაგირებისთვის, თუმცა, მიზანშეწონილობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა გამოვიწვიოთ ის, რომ მკვეთრად შევამციროთ ინფლაცია. მოკლევადიან პერიოდში მოკლევადიანი შედეგი მივიღოთ, გამოვიწვიოთ უმუშევრობის ზრდა, შიდა პროდუქტის მკვეთრი შემცირება და ამან შემდეგ ეტაპზე მოგვცეს მაღალი ინფლაცია და დამატებითი ეკონომიკური პრობლემები. ამიტომაც არის ეს ძალიან რთული პერიოდი, ინფლაცია ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში და მნიშვნელოვანია, რომ ოქროს შუალედი დავიჭიროთ და ეს პერიოდი სწორად გავიაროთ,“- განაცხადა მესტვირიშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …