ინფლაცია დაჩქარდა – აგვისტოში წლიური მაჩვენებელი 4,9%-ია

თბილისი (BPI) – ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, წლიური ინფლაციის დონემ 4.9% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 4.2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2019 წლის აგვისტოში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 3.8% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …