ინტერვენციამ ლარს უშველა – $1/₾2.9712-ია

თბილისი (BPI) – 26 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9712 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.41 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2737 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.33 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5169 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.8192 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 ნოემბერიდან  შევა ძალაში.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარმა დღეს ანტირეკორდი დაამყარა. დილით ვაჭრობა $1/₾2.977-ით გაიხსნა, დღის განმავლობაში შეთავაზება 2.99-მდეც ავიდა. ამ დროისათვის ლარი 2.9722-ის ნიშნულზეა. ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა.

 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …