ინოვაციები და კომპანიები – საქსტატის კვლევა

თბილისი (BPI) – საქსტატის კვევის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საწარმოთა 3.2%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც ამ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, ასევე 3.2%-ით განისაზღვრა.

საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 60.1% და 45.8%). სხვა შემთხვევებში ამ მიმართულებით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. ამასთან, განხორციელებული ინოვაციების 44.9% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 55.1% – სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის. საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითაა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა – დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა – 20.8%. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (15.1%), საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (13.6%) და დიზაინს (13.4%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საწარმოთა 31.2%-მა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 28.7%-მა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 20.7%-მა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …