ინვესტორებისთვის შეთავაზებები დარგობრივ და რეგიონალურ ჭრილში მომზადდება

თბილისი (BPI) – ინვესტორებისთვის შეთავაზებები დარგობრივ და რეგიონალურ ჭრილში მომზადდება, – ახალ ტენდენციებსა და საინვესტიციო პოლიტიკაზე ეკონომიკის მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.

ნათია თურნავამ საქართველოს საინვესტიციო მიმჯზიდველობაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დარგობრივი აქცენტის რეგიონალურისკენ გადატანა. ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს, რომ თანხა ჩადონ არა უბრალოდ საქართველოს კონკრეტულ დარგში, რაც თავისთავად მიმზიდველია, არამედ  რეგიონებში, მაგალითად, ქუთაისში, რუსთავში, ამბროლაურში და სხვ.

“ჩვენ მათ დავუსაბუთებთ, რატომ უნდა ჰქონდეს რეგიონს თავისი კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი და საინვესტიციო პროექტების კონკრეტული პასპორტები. ამით გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ რეგიონალური თავისებურებები, არამედ ჩვენი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკა. ამით ჩვენ ასევე წვლილს შევიტანთ სიღარიბის დაძლევაში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის ახალი რეგულაციები პლასტმასის წინააღმდეგ – რა იცვლება რესტორნებსა და სასტუმროებში

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას …