ინგლისმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2,25%-მდე გაზარდა

ანალიტიკოსების ვარაუდი გამართლდა – ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 1,75%-დან 2,25%-მდე გაზარდა.

როგორც Trading Economics-ი წერს, ეს 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოცემის ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას მხარი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ცხრავე წევრმა დაუჭირა.

ასევე, ინგლისის ბანკის ხელმძღვანელობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრალური ბანკის ბალანსზე სახელმწიფო ობლიგაციების მოცულობის შემცირების დაწყებას. მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ცენტრალური ბანკის განკარგულებაში არსებული სახელმწიფო ობლიგაციების მოცულობა 80 მილიარდი ფუნტით შემცირდება და 758 მილიარდ ფუნტს მიაღწევს.

 

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …