იმოძრავე ლიბერთისთან ერთად – ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი დააანონსა

თბილისი (BPI) – 8 ივნისს, ლიბერთის ინიციატივით კიდევ ერთი ახალი სოციალური პროექტი იწყება, რომელიც ნებისმიერ მსურველს, თბილისში, ერთდროულად 4 ლოკაციაზე სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობის საშუალებას აძლევს.

60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ყოველ შაბათ კვირას ვაკის პარკში, ილიას ბაღში, მზიურისა და იპოდრომის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე ვარჯიშის საშუალება მიეცემათ.

,,ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და განსაკუთრებით კი უფროს თაობაზე ზრუნვა ლიბერთის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს ახალი პროექტი ჩვენს თანამოქალაქეებს ასაკის მიუხედავად, ვარჯიშის, გართობის, დასვენებისა და გაჯანსაღების სტიმულს მისცემს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ისეთი სივრცეები სადაც ადამიანებს მისვლა და ყოველდღიურობისგან განმუხტვა გაუხარდებათ. ეს პროექტი არ არის ერთჯერადი და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგძელდება“ – განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …