„იკას პრემია“ 2019 იწყება

თბილისი (BPI) – „იკას პრემია“ 2019 იწყება! „ღვინის ქარხანა N1“ -ში (მის: პეტრიაშვილის #1, სარკეებიანი დარბაზი) IKA AWARD 2019-ის ორგანიზატორები პრესკონფერენციას მართავენ.

„პრემია იკა“  – ეს არის პრემია, რომელიც კულტურის დარგში უკვე მეორედ იმართება. „პრემია იკა“ 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს სახელოვნებო დარგში მოღვაწე ნიჭიერი შემოქმედი ახალაზრდების აღმოჩენას, მათ საზოგადოებისთვის გაცნობას, მოტივაციის ამაღლებას, პროფესიულ ზრდაში დახმარებასა და შემოქმედების პოპულარიზაციას. ორგანიზატორებს სურთ, ამ პრემიით  სტიმული მისცენ ახალგაზრდა არტისტებს და უთხრან მათ, რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია!

2019 წელს იკას პრემია რამდენიმე სიახლით ხვდება. 2018 წელს პრემიის ნომინაციები შეიცვალა და წელს შემდეგ ნომინაციებში გაიცემა : მუსიკა; პოსტერის დიზაინი; კედლის მხატვრობა/Street art, IKA IMPACT და  საერთაშორისო აღმოჩენა.

წელს უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ ლოკალურ მასშტაბებს გავსცდეთ და ბიძგი მივცეთ უცხოეთში მოღვაწე უცხოელ და ქართველ არტისტებს, . ჩვენი სურვილია ,,საერთაშორისო აღმოჩენა“ იკას პრემიის მუდმივი ნომინაცია იყოს. ყოველწლიურად პრემიის მიერ შეირჩევა Spotlight ქვეყანა და გადამრჯვებულებიც სწორედ ამ ქვეყნიდან შეირჩევა,” – განმარტავენ ორგანიზატორები.

პრემია იკასუკვე  ყავს „კულტურის ატაშეები’’. საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროს: ხელოვნებათმცოდნეები, მუსიკოსები, მწერლები, კინემატოგრაფები, მხატვრები, ფოტოგაფები, დიზაინერები, გალერისტები, წარმომადგენლები, რომელებიც თავის სფეროში რეალიზებული ადამიანები არიან. ისინი თავად პოულობენ ამა თუ იმ ნომინაციიში წარსადგენ კანდიდატებს და მათ ნამუშევრებს წარუდგენენ კომპეტენტურ ჟიურის, რომელებიც ხედავენ მხოლოდ კონკრეტულ ნამუშევრებს, ხოლო ავტორის სახელი და გვარი ჟიურის წევრებისათვის უცნობია. მნიშვნელოვნია, რომ ნომინირებული კანდიდატების დაჯილდოვება მოხდება დეკემბრის ბოლოს ,,პრემია იკა“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე. პრემია იკას ოფიციალური წარმდგენია „ტერაბანკი „

ცნობილია, რომ „პრემია იკა“ იკა კაკულიას საპატივცემულოდ დაარსდა. იკა თავად იყო ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი, რომელმაც დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა დიზაინის მიმართულებით და ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა კრეატიულ ინდუსტრიაში,” – მიაჩნიათ ორგანიზატორებს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …