ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1 % აღდგენილია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მიმდინარე  წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა,  ზრდა 2021  წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს შეადგენს.

ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302,602 შეადგინა, რაც + 126.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 64.1  %-ით არის აღდგენილი.

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით  +234.5%  – ია,  ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა.

2022 წლის 6 თვეში  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  1,209,272 შეადგინა, რაც + 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …