ივლისში საქართველოში იმპორტირებული საავიაციო ნავთის 34,5%-ი ეგვიპტეზე მოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის ივლისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 11,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,2 ათასი ტონით მეტია ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ეგვიპტიდან – 3,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი – 3,5 ათასი ტონა (31,8%), თურქეთი – 2,8 ათასი ტონა (25,5%), რუმინეთი – 0,9 ათასი ტონა (8,2%).

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 62,7 ათასი ტონა, რაც 9,2 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (53,5 ათასი ტონა).

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …