ივლისის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 71.3  მლრდ ლარი შეადგენინა

2023 წლის ივლისის მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივები და პასივები წარმოდგენილია IFRS სტანდარტის შესაბამისად მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

2023 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 71.3  მლრდ ლარს შეადგენს.

საბანკო სექტორის კაპიტალი 11.4 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.0 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 5 ივნისს, სერბეთის რესბუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორისსაჰაერო მიმოსვლის შესახებ …