ივანე მაჭავარიანი:  წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული

თბილისი (BPI) – გასულ წელთან შედარებით, წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული, – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა კაპიტალური ხარჯების ათვისების ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივ ბიუჯეტიდან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროექტების შესრულების მაჩვენებელი.

„მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული. კაპიტალური დანახარჯების ყოველთვიური დინამიკის გაუმჯობესების შედეგად, 2019 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობაც ეტაპობრივად იზრდება და წლის ბოლოსთვის მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …