ივანე მაჭავარიანი: სსფ-ის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში

თბილისი (BPI) – „საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მან განაცხადა, სსფ-ის მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, რომ მაღალი მოსალოდნელი ზრდა, სწორედ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არის მოსალოდნელი.

 „ეკონომიკური რეფორმები ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ეკონომიკურ ზრდაში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხარისხობრივ ზრდაზე, მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესების ტენდენციას და აღნიშნა, რომ აღნიშნულ რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება საგარეო რისკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის ზრდამ განაპირობა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობაა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ვალი არის დაბალი რისკის მქონე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …