ია ფარულავა ტურისტულ ემბარგოზე: გაგვიჭირდება, მაგრამ არა უშავს

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ქისის“ მფლობელი ია ფარულავა რუსეთის ტურისტული ემბარგოს ფონზე იმედიანად არის. „ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ არა უშავს“.

სასტუმრო „ქისს“ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რუსმა ტურისტებმა 12 ჯავშანი გააუქმეს, თუმცა ამავდროულად 1 ჯავშანიც მიიღო.

„ყველა ტურისტს მივწერეთ ვისაც უნდოდა ჩამოსვლა და პასუხი ის კი არ იყო, რომ ჩამოსვლა ეშინიათ, არამედ ის რომ მათთვის რთულია ლოგისტიკურად, მაგალითად, ციმბირიდან ან კამჩატკიდან გადმოფრენის ორგანიზება. გაგვიუქმდა ძირითადად 8 ივლისის შემდგომი ჯავშნები. ჩვენი სტუმრების უმეტესობა აპოლიტიკურია, არავის სურს პოლიტიკაზე ლაპარაკი, თუმცა გუშინ მოვახერხეთ და პატარა სიუჟეტი გავაკეთეთ ერთ-ერთი არხისთვის, სტუმრებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი“, – ამბობს ფარულავა.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს არ გაუჭირდება, „თვითონ ტურისტი უფრო დაისჯება, რომ საქართველოში ვერ ჩამოვა“.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …