იაპონიაში პროექტ „საქართველო – ღვინის სამშობლოსთან“ დაკავშირებით, სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

თბილისი (BPI) – იაპონიაში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელებასთან დაკავშირებით, სპეციალური ვებ-გვერდი www. georgia-homelandofwine.com შეიქმნა.

ვებ-გვერდი შეიქმნა მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ის მხარდაჭერით. სწორედ Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით იმართება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“. ვებ-გვერდი ორენოვანია: იაპონური და ინგლისური.

გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისის ჩათვლით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“, გაიმართება, სადაც დაინტერსებულ ადამიანებს უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცნობა შეეძლებათ.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში იმოგზაურონ.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …