იანვარ-ოქტომბერში საწვავის იმპორტი 2%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 963,9 ათასი ტონა, რაც 18,9 ათასი ტონით ანუ 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (945 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 499,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 464,4 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იიანვარ-ოქტომბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 306,2 ათასი ტონა (61,3%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 181,9 ათასი ტონა (36,4%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 11,4 ათასი ტონა (2,3%);

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 497,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 210,6 ათასი ტონა – 21,8%; ბულგარეთი – 108,9 ათასი ტონა – 11,3%; თურქმენეთი – 73,9 ათასი ტონა – 7,7%; აზერბაიჯანი – 55,3 ათასი ტონა – 5,7%; თურქეთი – 7,6 ათასი ტონა – 0,8%, საბერძნეთი – 4,7 ათასი ტონა – 0,5%, ყაზახეთი – 2,0 ათასი ტონა – 0,2% და სხვ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …