იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 3.5%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

2023 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 899 410.5 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 069 479.3 ათასი ლარი. შესაბამისად შესრულებამ 103.5% შეადგინა.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 554 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 4 609 272.2 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 101.2%. საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 614 329.6 ათასი ლარი.

გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 97 412.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 116 353.3 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 119.4%.

სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 247 998.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 343 853.9 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 138.7%. არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 74 212.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (58 000.0 ათასი ლარი) 128.0%-ია.

ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 74 391.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის (86 500.0 ათასი ლარი) 86.0%-ია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …