იანვარ-აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 17%-ით არის გაზრდილი

2021 წლის აგვისტოში ექსპორტი წლიურად 15.7%- ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 26.1%-ით, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი საგრძნობლად 34.2%-ით გაიზარდა.

ამასთან, ექსპორტი და იმპორტი ასევე გაიზარდა, შესაბამისად, 7.0%-ით და 5.1%-ით 2019 წლის აგვისტოსთან დონესთან შედარებით. 2021 წლის აგვისტოში სპილენძი (-23.7% წ/წ), მანქანები (+9.6% წ/წ), ფეროშენადნობები (+140.0% წ/წ), ღვინო (+36.5% წ/წ) და მინერალური წყლები (+23.4% წ/წ) იყო ტოპ 5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 11.9% ევროკავშირზე მოდიოდა (-33.2% წ/წ), 54.2% დსთ-ზე (+31.5% წ/წ) და 33.9% სხვა ქვეყნებზე (+23.6% წ/წ).

ნავთობი (+87.2% წ/წ), მანქანები (-28.9% წ/წ), სპილენძი (+135.4% წ/წ), გამომთვლელი მანქანები (+194.9% წ/წ) და მედიკამენტები (+12.4% წ/წ) იყო ტოპ 5 იმპორტირებული საქონელი 2021 წლის აგვისტოში.

ჯამურად, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 17.0%-ით არის გაზრდილი 3.5 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან ექსპორტი გაიზარდა 26.0%-ით 2.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი გაიზარდა 20.7%-ით 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე (აღსანიშნავია, რომ 8M21-ში ექსპორტი და იმპორტი ასევე გაიზარდა, შესაბამისად, 7.5%-ით და 1.2%-ით 8M19 დონესთან შედარებით).

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …