“თუ მთავრობა და ბანკები მე-8 პუნქტზე შეთანხმებიან, ანაკლიის პორტი 2021 წლიდან I გემს მიიღებს”

თბილისი (BPI) – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ თუ ერთ თვეში მთავრობა და ბანკები მერვე პუნქტზე შეთანხმებიან, ანაკლიის პორტი 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას.

კონსორციუმმა განცხადება მთავრობის გადაწყვეტილების, რაც ვალდებულებების შესრულების 15 დეკემბრამდე გადავადებას გულისხმობს, შემდეგ გაავრცელა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, რათა მოხდეს მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის 8 პუნქტიანი საკითხების სიაზე საბოლოო შეთანხმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში, მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში – 2020 წლის ბოლოს – 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას”, – ნატქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …