თურქეთი ცხოველთა მაღაზიებში კატებისა და ძაღლების გაყიდვას კრძალავს

14 ივლისიდან, თურქეთში, ცხოველთა მაღაზიებში კატებისა და ძაღლების გაყიდვა აიკრძალება და დაისჯება ის ვინც შინაურ ცხოველებს ქუჩაში დატოვებს. – ამას ცხოველთა კეთილდღეობის კანონი ითვალისწინებს.

ახალი წესების მიხედვით, ლიცენზირებულ მეცხოველეობას შეეძლება მიკროჩიპირებული შინაური ცხოველების ონლაინ გაყიდვა. ბიზნესი, რომელიც აკრძალვას არ დაემორჩილება, თითო ცხოველზე 2043 თურქული ლირით დაჯარიმდება.

კვლევების თანახმად, ზაფხულის არდადეგებზე ადამიანები შვილებს საჩუქრად ყიდულობენ ცხოველებს: კატებს და ძაღლებს, მაგრამ არდადეგების შემდეგ ბევრი ცხოველი ქუჩაში ხვდება. ჩიპების წყალობით კი ქუჩაში მყოფი ცხოველების პატრონის ვინაობა გახდება შესაძლებელი. ჩიპის საშუალებით ასე მარტივად დადგინდება სად და როდის დაიბადა ცხოველი და ასევე რა ვაქცინები აქვს გაკეთებული.

ასევე, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 4 წლამდე ვადით, ვინც განზრახ მოკლავს შინაურ ცხოველს, ხოლო 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა მათთვის, ვინც ანადგურებს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სახეობებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ყველაზე ხშირი დარღვევები სურსათის უვნებლობის მიმართულებით და მათი პრევენცია სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს ურჩევს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, 2025 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო …