თურქეთში ბოლუს რეგიონში კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 66 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 51 დაშავდა. ინფორმაციას CNNTurk-ი ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი ერლიკაიას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები უკვე შეუდგნენ საგამოძიებო მოქმედებებს.
„შეუძლებელია ამ ტკივილის გადმოცემა. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, დაისჯება როგორც სამართლებრივად, ისე ადმინისტრაციული კუთხით. გამოძიებული იქნება ნებისმიერი შეცდომა თუ უპასუხისმგებლო ქმედება“, – აღნიშნა ერლიკაიამ.
ხანძარი 12-სართულიან ხის სასტუმრო „ბოლუ კარტალკაიაში“ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის დროს, დაახლოებით ღამის 03:27 საათზე, სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. იმის გამო, რომ სასტუმრო ხის მასალისგან იყო აშენებული, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა