თურნავა დარწმუნებულია, ანაკლიისთვის ღირსეული ინვესტორები მოიძებნებიან

თბილისი (BPI) – ანაკლიის პორტის პროექტის მიმზიდველობიდან გამომდინარე, ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ღირსეული ინვესტორები მოიძებნებიან.

ნათია თურნავა საკონტეინერო ტვირთების სწრაფი ტემპით ზრდაზე აცხადებს. ამბობს, რომ წელს არის რეკორდული, 40%-იანი ზრდაა.

“ეს არის სტრატეგიული პროექტი და პროექტის მიმზიდველობისთვის სახელმწიფომ ბევრი რამ აიღო თავის თავზე.”

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროექტი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულია და მას საფრთხე არ ემუქრება. გარანტის დასტურად კონსტიტუციაში მისი ასახვა მოჰყავს. “ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა სხვა პროექტის მიმართ არ გამოგვიხატავს”.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …