თოფაძე ბრენდ “ყაზბეგს” ყიდის

თბილისი (BPI) – კომპანია “ყაზბეგის” დამფუძნებელი ბრენდ “ყაზბეგს” ყიდის. როგორც BM-თან გოგი თოფაძე განმარტავს, ქარხანას არ იყიდება – იყიდება ბრენდი “ყაზბეგი”.

“ჩვენ არ ვყიდით წარმოებას და ქარხანას, აქ საუბარია ბრენდის გაყიდვაზე. არაერთი დაინტერესებული კომპანიაა, რომელსაც “ყაზბეგის” ბრენდის შეძენა სურს, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს”, – აცხადებს თოფაძე. 

თოფაძე ვის სურს “ყაზბეგის” ბრენდის შეძენა არ აკონკრეტებს და ამბობს, კომპანიაში ცვლილებების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

რამდენიმე თვის წინ bm.ge-თან კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“, რომელიც „აისის“ ბრენდის ლუდს აწარმოებს დაადასტურა, რომ კომპანია „ყაზბეგის“ ყიდვით იყო დაინტერესებული.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …