თოკების პარკი – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა თეთრიწყაროში

თბილისი (BPI) – ალგეთის ეროვნულ პარკში, დაბა მანგლისში ევროკავშირის მხარდაჭერით თოკების პარკის ატრაქცია  ფუნქციონირებს. 225 მეტრიანი ატრაქცია თოკების, ხიდების, ძელაკების და ბადეების დაბრკოლობებია.

თოკების ატრაქცია მიწის ზედაპირისგან სხვადასხვა სიმაღლეზეა მოწყობილი. პარკი შედგება 2 მარშრუტისგან: „მოზარდებისთვის“ და „საოჯახო“.

„თოკების პარკი პოპულარიზაციას და ფინანსურ სარგებელს მოუტანს როგორც ალგეთის ეროვნული პარკს, ისევე ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ატრაქციაზე მოსულ ვიზიტორებს სჭირდებათ კვება, ღამის თევა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ამ სერვისების უზრუნველყოფას ადგილობრივი მოსახლეობა უწყობს ხელს, რათ განავითაროს ეკოტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე. გამომდინარე აქედან პარკის ფუნქციონირებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებელს ნახავს,“ – ამბობს ავთანდილ მჭედლიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი.

პროექტის ღირებულება 250 000 ლარია, აქედან ევროკავშირის დაფინანსება 150 000 ლარია, დანარცენი ტანამონაწილეობა.

2018 წელს, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 88 ათასი კაცი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ თოკების ატრაქცია ალგეთის პარკში ვიზიტორთა რაოდენობას 40%-ით გაზრდის.

ევროკავშრის მიერ დაფინანსებულ სოფლის განვითარების პროექტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარებისთვის მომავალი საქართველოსთვის (RDFG).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …